სპორტულ ჟურნალისტებს შორის ნარდის პირველი ტურნირი ოთარ მაღლაკელიძემ მოიგო
სპორტულ ჟურნალისტებს შორის ნარდის პირველი ტურნირი ოთარ მაღლაკელიძემ მოიგო. მან ფინალში მიხეილ ჟორჟოლიანს 7:2 სძლია. მესამე ადგილი კონსტანტინე გოგიშვილმა დაიკავა. სპორტკაფე „მარაკანაში“ გამართულ შეჯიბრებაში 14 ჟურნალისტი მონაწილეობდა. სამივე პრიზიორს ფულადი ჯილდო გადაეცა. ორგანიზატორები მომავალში უფრო მასშტაბური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ. ღონისძიება, სპორტის სამინისტროს, ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტული ნარდის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა
















