უკან14 ნოემბერი 2026, 11:25
შეერთებულ შტატებში ავიარეისები იყო შეჩერებული
შეერთებულ შტატებში ავიარეისები იყო შეჩერებული. ხმელეთზე დააბრუნეს უკვე ჰაერში მყოფი თვითმფრინავებიც. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემა საჰაერო მოძრაობის მართვის რეგიონულ ცენტრებში კავშირგაბმულობას უკავშირდება. უწყების ცნობით, შეზღუდვა შემდგომ შეტყობინებამდე იმოქმედებს, საერთაშორისო რეისებს კი ინდივიდუალურად განიხილავენ
გაზიარება
















