გერმანიის ბუნდესტაგმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად დაზვერვის სამსახურების რეფორმა დაამტკიცა
გერმანიის ბუნდესტაგმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად დაზვერვის სამსახურების რეფორმა დაამტკიცა. საგარეო დაზვერვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბოტაჟის ოპერაციების ჩატარების უფლება ექნება. რეფორმა უწყებას ჰაკერული ჯგუფების ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისა და ქიმიური იარაღისა და დრონების მწარმოებელთა სისტემების მუშაობის შეფერხების უფლებასაც აძლევს. შიდა დაზვერვას კი ციფრული თვალთვალისა და მონაცემთა ანალიზისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გამოყენების შესაძლებლობა გაუფართოვდება
















