მცხეთის სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება
მცხეთის სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება. გორის მეოთხე და ქარელის მეორე სკოლებთან დაკავშირებით კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ადგილზე დათვალიერების შემდეგ მიიღო. რაც შეეხება მოხისისა და უფლისციხის სკოლებს, რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. პროექტები საკლასო ოთახების განახლებას და გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს
















