ანსამბლ „აფხაზეთისა“ და ბაჩანა ჭანტურიას ცეკვის კომპანიის ერთობლივი ტრიპტიქი ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება
ანსამბლ „აფხაზეთისა“ და ბაჩანას ცეკვის კომპანიის ერთობლივი ტრიპტიქი - ნოემბრის ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას „ბიდისი სთეიჯზე“ სამი განსხვავებული საცეკვაო პროგრამა გაიმართება. პარასკევს სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ფოლკლორულ პროგრამას „აიმდარა“ წარადგენს, შაბათს კი მაყურებელი ქართულ ფოლკ-მოდერნს, „ქორეონიკონს“ იხილავს. კვირის პროგრამას ბაჩანას ცეკვის კომპანია „მეხუთე სტიქიით“ დაასრულებს. პროექტი კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება
















