გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა
გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა. სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება. დღეს საღამოს, 20:00 საათზე, აბუ-დაბის ეტიჰად არენაზე რაფის ტურნირი გაიმართება, სადაც ხალიჩაზე ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გავა. ორგანიზაციამ ახალგაზრდა სპორტსმენის ქარდზე ჩანიშვნა ოფიციალურად მას მერე დაადასტურა, რაც უმარ ნურმაგომედოვი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო შეჯიბრებიდან ჩახსნა. ლაზიშვილის მეტოქე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი, ამერიკელი იურაია ფეიბერი იქნება. დღესვე RAF-ის ტურნირში კიდევ 2 UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძეც იჭიდავებენ. საბა ლაზიშვილმა და მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის საპატიმრო გუშინ, ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლება
















