უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ჩაერთვებიან
უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ჩაერთვებიან. მოლაპარაკებებში ევროკავშირის ინსტიტუტებიც მიიღებენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება დუბლინში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე შეათანხმეს. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით, სამშვიდობო პროცესში პროგრესია. მერცი ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ანკორიჯის სცენარის განმეორებას თავი აარიდოს
















