საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრას გამართავს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრას გამართავს. მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ. სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ბექა გორგაძე, მეორე ხაზში კი გაგი მარგველაშვილი და კოტე მიქაუტაძე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები 19 ქულით ჯგუფის ლიდერია და მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს, ტონგა კი მე-17 ადგილზეა. ნოემბერში ბორჯღალოსნებმა პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, კიდევ ერთი შეხვედრა კი 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ











