უკან14 ნოემბერი 2026, 17:22
ფესტივალი „განდაგანა“ იმართება ბათუმში
ფესტივალი „განდაგანა“ იმართება ბათუმში. ევროპის მოედანზე აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათითაა წარმოდგენილი. აქცენტი რეგიონის სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. ტარდება თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები. ფესტივალში 200-მდე მეწარმე მონაწილეობს. რამდენიმე წუთში, საღამოს 6 საათზე დაიწყება კონცერტი
გაზიარება











