უკან14 ნოემბერი 2026, 17:20
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა. ფინალურ ღონისძიებაზე 10 მუნიციპალიტეტის 25 კლუბის წევრებმა განხორციელებული ინიციატივები და შედეგები შეაჯამეს. პროექტი, რომელმაც 500-მდე ახალგაზრდა გააერთიანა, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის დასასრულს წარმატებული კლუბები და მათი ლიდერები დაჯილდოვდნენ
გაზიარება











