„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ ვეტინგის თემაზე პოზიცია შეცვალა, აღარ ახსენებენ სიტყვა ვეტინგს და ის სასამართლოს რეფორმით ჩაანაცვლეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ ვეტინგის თემაზე პოზიცია შეცვალა, აღარ ახსენებენ სიტყვა ვეტინგს და ის სასამართლოს რეფორმით ჩაანაცვლეს. რეფორმის აუცილებლობაზე აპელირებდა გუშინ სარჩელის განხილვისას ლევან ბეჟაშვილი. არა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას მხარს ნაციონალური მოძრაობა უჭერდა. ე.წ ვეტინგი რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეს ენჯეოს წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ აღიარა, თუმცა ამასთანავე გაამართლა ანტისისტემური მექანიზმის გამოყენება. ქართულ ოცნების შეფასებით ღიად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კონკრეტული ჯგუფებისა და მათი უცხოელი პატრონების მიზანი, სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებაა. რადგან ის ნიშნავს, რომ უცხოელმა ექსპერტებმა უნდა დანიშნონ მოსამართლეები. ე.წ ვეტინგის სისტემა მოთხოვნილია, ევროკომისიის ანგარიშშიც











