უკან14 ნოემბერი 2026, 17:30
პოლონეთის მსგავსად უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე უარს ბულგარეთიც ამბობს
პოლონეთის მსგავსად უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე უარს ბულგარეთიც ამბობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიზეზი შეზღუდული ბიუჯეტი და საკუთარი თავდაცვითი რესურსების შენახვის აუცილებლობაა. ამასთან ოფიციალური სოფია აცხადებს, რომ არ აპირებს დახმარება სრულად შეწყვიტოს. ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდებას და ენერგო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებას
გაზიარება











