„დაკარი 2026“ საზეიმოდ დაიხურა
„დაკარი 2026“ საზეიმოდ დაიხურა - სენეგალის დედაქალაქმა ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. საქართველოს სახელით ცხრა სახეობაში 13-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ქართველებმა 4 მედალი, მათ შორის ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონი კრივში, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ემილ ისმაილოვი გახდა. ვერცხლის მედლები ქვიშის მოჭიდავეებს ლუკა მახარაძესა და ნურადინ მუსტაფაევს, ბრინჯაო კი დავით მძევაშვილს ერგო. საზეიმო დახურვის ცერემონიაზე საქართველოს დროშა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ემილ ისმაილოვმა გამოიტანა
















