უკრაინაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია
უკრაინაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია. ამას ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს. კითხვაზე „რამდენად ენდობით ამ ორგანიზაციებს?“, გამოკითხულთა 59%-მა ევროკავშირი დაასახელა და 44%-მა - ნატო. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ევროკავშირის ნდობის მაჩვენებელი უკრაინაში 65% იყო, ხოლო 2025 წელს - 63%. რაც შეეხება ნატოს, 2023 წელს ამ ორგანიზაციის ნდობის მაჩვენებელი 59% იყო, 2024 წელს - 52%, 2025 წელს - 55%
















