მეორე კვირაა ნავთობის ფასი იკლებს
მეორე კვირაა ნავთობის ფასი იკლებს. გლობალურ ბაზარზე კი ნავთობის ჭარბი მიწოდების მოლოდინი გაიზარდა. პარასკევის სავაჭრო სესიის დასრულებისას, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი, ბარელზე 95 დოლარსა და 84 ცენტამდე შემცირდა, ვესტ ტეხასის მარკის ნავთობი კი 18 ცენტით გაიაფდა და 88 დოლარი და 56 ცენტი შეადგინა. შავი ოქროს ღირებულებაზე გავლენას, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების შემცირება ახდენს. თუმცა ირანის მიმართ ამერიკული ეკონომიკური წნეხი გრძელდება, რის ფონზეც ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკები კვლავ მაღალია რჩება
















