ბრიტანეთის პოლიცია, კომიკოსისა და საბავშვო წიგნების ავტორის, დევიდ უილიამსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საქმის წარმოებას იწყებს
ბრიტანეთის პოლიცია, კომიკოსისა და საბავშვო წიგნების ავტორის, დევიდ უილიამსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საქმის წარმოებას იწყებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ქალმა ის სტატუსის გამოყენებით სექსუალურ დევნაში დაადანაშაულა. 60 მილიონიანი ტირაჟის ბესტსელერების ავტორი ბრალდებას უარყოფს. ამასთან ცნობილი გახდა, რომ უილიამსმა სცადა, სასამართლოს გზით აღეკვეთა ინფორმაციის გამოქვეყნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით დაიმუქრა. სასამართლომ პუბლიკაციის დამბლოკველი აკრძალვა გააუქმა და ინფორმაცია ორმა მედია საშუალებამ გაავრცელა
















