თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა. მან სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებისთვის მინისტრის სახელით მაჯის საათები გადასცა. წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამართულ შეჯიბრებებში 32-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრომ იასპარეზა
















