სასამართლო დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, 5 ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, 5 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე. ვატო და შოთა ყიფიანები, ავთანდილ ბილანიშვილი, პავლე გოცირიძე და დავით კაჭარავა სხდომას არ ესწრებიან. ისინი სხვა წარდგენილ ბრალზე უკვე პატიმრობაში არიან. დაპირისპირება გლდანის მერვე საპატიმრო დაწესებულებაში მას შემდეგ მოხდა, რაც ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პატიმარი დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. რაც ყიფიანმა პენიტენციური სამსახურის უფროს გიორგი პატარიძეს სთხოვა. გადაწყვეტილება კი ციხის დირექტორმა პენიტენციური სამსახურის უფროსის მითითებით მიიღო
















