თბილისის სპორტის სასახლეში ქართული ორგანიზაცია რკენისა და მსოფლიოს წამყვანი MMA-ის ლიგის, PFL-ის ერთობლივი ტურნირი გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში ქართული ორგანიზაცია რკენისა და მსოფლიოს წამყვანი MMA-ის ლიგის, PFL-ის ერთობლივი ტურნირი გაიმართა. საღამოს მთავარ ნაწილში ორგანიზაციების მებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება რკენამ 5-1 ანგარიშით მოიპოვა. 15-ბრძოლიანი ქარდის პრელიმინალურ ნაწილში ქართველმა სპორტსმენებმა 7-დან 5 შეხვედრა მოიგეს; მათ შორის გამოსარჩევია ელენე ლოლაძის დებიუტი სამკუთხედით და მათე სანიკიძის მძიმე ნოკაუტი. ძირითადი ბრძოლების სერია ქართველებმა წარმატებით გახსნეს – ლევან კირთაძემ, დავიდ მგოიანმა და რუსლან ბოლქვაძემ საკუთარი დაპირისპირებები მოიგეს, ბახტიარ ნესიპბეკმა კი მეტოქე ნოკაუტში გაუშვა. საღამოს კულმინაცია მთავარი ბრძოლა იყო, რომელსაც დარბაზიდან UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურიაც ესწრებოდა. ნიკოლოზ აბრამიშვილმა უმძიმეს და დრამატულ ბრძოლაში გამოცდილი ამერიკელი აარონ მაკკენზი მეორე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა და გულშემატკივარს საღამოს საუკეთესო პერფომანსი აჩუქა.
















