აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, პირველი ჯგუფის ვეტერანებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, პირველი ჯგუფის ვეტერანებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა. გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და ქვეყნის ერთიანობისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
















