უკან18 ოქტომბერი 2026, 14:02
შაბათს საფრანგეთის ქალაქებში განვითარებული მოვლენების შედეგები
გადამწვარი შენობები, ავტომობილები, დარბეული მერიები, გაძარცვული ბანკები, ოფისები, მაღაზიები და განადგურებული ინფრასტრუქტურა - ასეთია შაბათს საფრანგეთის ქალაქებში განვითარებული მოვლენების შედეგები. აგრესიული დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია 1 200-ზე მეტი ადამიანი, შეტაკებებისას 150 პოლიციელი დაშავდა. გავრცელებული ცნობით 5 ნოემბერს საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვა იგეგმება.
გაზიარება








