პოლიციამ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთა - დააკავეს 2 ადამიანი
პოლიციამ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთა - დააკავეს 2 ადამიანი. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და „ვალეს“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი.
















