ლაიპციგის აეროპორტი დღეს დილით პერიმეტრის ღობის დარღვევის მოტოვით იყო დახურული
ლაიპციგის აეროპორტი დღეს დილით პერიმეტრის ღობის დარღვევის მოტოვით იყო დახურული. გავრცელებული ცნობით, საჰაერო სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილი შეიჭრა. აეროპორტში ჩხრეკა უკვე ჩატარდა თუმცა ფედერალური და სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო პირების ან ნივთების კვალი ვერ აღმოაჩინეს. საგანგებო ზომები აგვისტოში მომხდარი ინციდენტის ფონზე მიიღეს, რომლის დროსაც უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად დრონის ნაწილები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
















