საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე ძალადობრივ პროტესტად შეფასებულ აქციებს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე ძალადობრივ პროტესტად შეფასებულ აქციებს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა და ქვეყნის პრაქტიკულად ყველა დიდი ქალაქში განვითრებული მოვლენები, მიგრაციის პრობლემას დაუკავშირა. ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისტორიული ძეგლების განადგურებაზე გაამახვილა ყურადღება. „ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება“,- აცხადებს ვენსი.
















