ვეტერანი მორაგბის, სულხან სულხანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, 14-წლამდე ასაკის მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
ვეტერანი მორაგბის, სულხან სულხანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, 14-წლამდე ასაკის მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში საქართველოსა და აზერბაიჯანის ექვსი გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება 120-მდე ახალგაზრდა მორაგბეს აერთიანებს, რომელიც 2022 წლიდან სისტემატურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი ახალგაზრდა მორაგბეების განვითარება და სულხან სულხანიშვილის სახელისა დაფასებაა. სულხან სულხანიშვილი „წიქარას“ მწვრთნელი იყო. ვეტერანი სპეციალისტი 2020 წლის 12 ოქტომბერს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირი მშობლიური კლუბის გარდა საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ტარდება



















