დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ გრემის სახელით ცნობილი სანქციები შეაჩერა
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ გრემის სახელით ცნობილი სანქციები შეაჩერა. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებაში განაცხადა, რომ უარს ამბობს „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და შეზღუდვების გამოყენებაზე, რადგან ამ ეტაპზე გამონაკლისის დაშვება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. კანონის თანახმად, სანქციები და ტარიფები 18 ოქტომბრამდე უნდა ამოქმედებულიყო. ინიციატივა ითვალისწინებს რუსულ საქონელზე 500%-იან ტარიფს, ხოლო რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შემსყიდველი ქვეყნების პროდუქციაზე 100%-იან ბაჟს



















