„ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს“ - ამ სიტყვებით მიმართეს ვეტერანებს ღონისძიებაზე, რომელიც მათ მიეძღვნათ
„ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს“ - ამ სიტყვებით მიმართეს ვეტერანებს ღონისძიებაზე, რომელიც მათ მიეძღვნათ. პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში, ძლიერი ჯარისა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც აღინიშნა, ვეტერანების ერთგულება და უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, ხოლო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს ეროვნულ მეხსიერებაში საპატიო ადგილი უკავიათ. წაიკითხეს პატრიარქის სიტყვაც, შიო III-მ ვეტერანებს მამულის სიყვარულის, სიმამაცისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა



















