საფრანგეთში დღეს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
საფრანგეთში დღეს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სამართალდამცველების გაძლიერებული შემადგენლობაა განლაგებული. საგანგებოდ აიჭედა მაღაზიების ვიტრინები. დღევანდელ აქციაზე სტუდენტების, პროფკავშირებისა და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრები გამოვლენ. აქციის დაწყებამდე საგანგებო განცხადება პრეზიდენტმა მაკრონმა გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისა და პატივისცემისკენ მოუწოდა



















