სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 13 ოქტომბრიდან დღემდე გადამამუშავებელმა საწარმოებმა 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 13 ოქტომბრიდან დღემდე გადამამუშავებელმა საწარმოებმა 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერების შემოსავალმა 200 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც 83 ათას ლარზე მეტი სახელმწიფო სუბსიდიაა. პროგრამა ოთხ რეგიონში მოქმედებს. სახელმწიფო თითოეულ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს, საწარმოებმა კი ვაშლი ფერმერებისგან მინიმუმ 25 თეთრად უნდა შეისყიდონ. პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გორში საკოორდინაციო შტაბში მოისმინა



















