ეუთოს დამკვირვებლებისთვის საარჩევნო კოდექსის გარკვეული ნორმები გაუგებარია
არჩევნები 2017
ეუთოს დამკვირვებლებისთვის საარჩევნო კოდექსის გარკვეული ნორმები გაუგებარია. მონიტორები განსაკუთრებით იმ ფაქტმა დააბნია, რომლის მიხედვითაც ბიულეტენებში იმ კანდიდატთა გვარები ეწერა, რომლებმაც არჩევნებს მეორე ტურში ბოიკოტი გამოუცხადეს.
პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე ალაპარაკდა.
არჩევნებს ეუთოს 12 მუდმივი და 76 მოკლევადიანი წარმომადგენელი აკვირდებოდა.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.





