დარეჯან ჩხიკვაძე
კონსტანტინე შარაშენიძე: დემოკრატიის ხაზი ოზურგეთზე გადის
არჩევნები 2017

კონსტანტინე შარაშენიძე
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
„დემოკრატიის ხაზი გადის ოზურგეთზე", - ასე შეაფასა არჩევნების მეორე ტური კონსტანტინე შარაშენიძემ. მისი განცხადებით, არჩევნები ჩატარდა უმნიშვნელო დარღვევებით. წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში გამარჯვებული კანდიდატი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრების განხილვას ელოდება და მოუწოდებს მათ საკითხი სამართლიანად განიხილონ.
შარაშენიძე ნასაკირალის უბნის შედეგების გაბათილების აუცილებლობას ვერ ხედავს. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საჩივრებს განიხილავს, მათ შორისაა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივარი, რომელიც დაბა ნასაკირალში 59-ე უბანში კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველი გუნდის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით, შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.




