ლეილა ჯავახიშვილი
საია: არჩევნების მეორე ტური, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა
არჩევნები 2017

ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ მხრივ გამონაკლისი იყო ხაშური, სადაც ინციდენტი მოხდა ქართული ოცნებისა და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია პოლიციელების ჩარევით განიმუხტა, აუცილებელია ფაქტზე წარიმართოს გამოძიება.
ანგარიშში ოზურგეთის 59-ე უბანიც მოხვდა, სადაც ხმის დათვლის პროცესში არეულობა მოხდა. ნაცვლიშვილის თქმით, მოვლენები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სიტუაციის განზრახ არევისა და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე 12 და საარჩევნო ოლქშიც 12 საჩივარი წარადგინეს. ჩანაწერთა წიგნში კი 24 შენიშვნა დაწერეს.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




