თორნიკე კვერენჩხილაძე
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ. ვიდეო
არჩევნები 2017
მსვლელობა კომისიისკენ
ვიდეო: თორნიკე კვერენჩხილაძე
ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები #60 საოლქო საარჩევნო კომისიისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, ძირითადი უბნები მოგებული აქვთ და აპირებენ რომ ხმები დაიცვან.
მხარდამჭერები დამოუკიდებელი კანდიდატის სახელს სკანდირებენ. თავად კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით კი ქართული ოცნება ცდილობს მის კანდიდატს მოაგებინოს არჩევნები. მისი თქმით, იქამდე დარჩებიან საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




