თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია
არჩევნები 2017

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია (მონაცემები განახლებადია)
ქუთაისი ( დათვლილია 124-ვე უბანი)
- "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია - 87.55%
- "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 12.45%
ყაზბეგი (დათვლილია 10-ვე უბანი):
- "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 68.65%
- "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 31.35%
ხაშური (დათვლილია 52-ივე უბანი):
- "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 61.31%
- დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 38.69%
ოზურგეთი (სულ 62 უბნიდან მონაცემები დათვლილია 61 უბნის მიხედვით):
- "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 50.05%
- დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 49.95%
მარტვილი (დათვლილია 39-ვე უბანი):
- "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა - 93.04%
- "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია - 6.96%
ბორჯომი (სულ 30-ვე უბანი):
- "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 55.22%
- "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე - 44.78%
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




