ანა შეპკინა
ქართული მარშის წევრები ტაშისკარის 32-ე უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ
არჩევნები 2017

ფოტო: ანა შეპკინა
ქართული მარშის წევრები ტაშისკარის 32-ე საარჩევნო უბანზე მივიდნენ. მათ უბანზე შესვლა ან იურისტის შეშვება მოითხოვეს, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ქართული ოცნების წევრები იქ დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. მათი თქმით, ხმის მიცემის გაყალბება ხდებოდა და ამის გამო შედეგების გაბათილებას მოითხოვეს.
დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელის მტკიცებით, უბნის დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის პროცესის დროს კარი ღია იყო.
ტაშისკარის შემდეგ დაპირსპირება რამაზ ნოზაძის შტაბთან ქართული მარშის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა არავინ დაშავავებულა.
ამის შემდეგ ქართული მარშის წევრები უკვე მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულ სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. ისინი პოლიციას ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებდნენ და ტერიტორიის დატოვებას თხოვდნენ.
რამაზ ნოზაძემ დაპირისპირების შემდეგ დამარცხება აღიარა. რაც შეეხება გიორგი გურასპაშვილს, მან განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერებს აღნიშვნის უფლება ქონდათ და დამარცხებულ კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს დამარცხება ღირსეულად უნდა მიეღოთ.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში ჩატარდა. მეორე ტური გაიმართა: ქუთაისში,ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
უბანზე ვითარება სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




