ცესკო: არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო
არჩევნები 2017

ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია. ცესკო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ღამის 12 საათისთვის გამოაცხადებს.
რაც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის მონაცემებს. ყაზბეგში მთელი დღის განმავლობაში ხმა 2813 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა 52.95%-ია.
ხაშურში ხმა 16973 ამომრჩეველმა მისცა, რაც ხაშურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 34.66%-ია.
ბორჯომში ხმა 14030 ამომრჩეველმა მისცა, რაც ბორჯომში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.89%-ია.
ქუთაისში ხმა 27427 ამომრჩეველმა მისცა, რაც ქუთაისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 17.98%-ია.
ოზურგეთში ხმა 35309 ამომრჩეველა მისცა, რაც ოზურგეთში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 56.7%-ია.
მარტვილში ხმა 12567 ამომრჩეველმა მისცა, რაც მარტვილში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 38.49%-ია.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




