მერის არჩევნების მეორე ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ტარდება
არჩევნები 2017

მერის არჩევნების მეორე ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ტარდება. ამ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებმა 50% - იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ყაზბეგში მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და ‘’დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს’’ კანდიდატი სანდრო ყამარაულია.
ასევე მეორე ტურში ერთამენთს დაუპირისპირდებიან ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი რამაზ ნოზაძე.
მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ქუთაისიც. ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი არის გიორგი ჭიღვარია, ხოლო ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
მეორე ტურში მონაწილეობს ოზურგეთიც. ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ბეგლარ სიორიძე, ხოლო საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი არის კონსტანტინე შარაშენიძე.
მეექვსე მუნიციპალიტეტი, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება მარტვილია. ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი არის ალექსანდრე გრიგალავა, ხოლო ‘’ნაციონალური მოძრაობიდან’’ - მამუკა დანელია.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




