27 ოქტომბერი 2017, 16:54
დეა მამისეიშვილი
სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაური გამარჯვებულად ცნო
არჩევნები 2017

ფოტო: დეა მამისეიშვილი
გაზიარება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.




