პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტს არ უერთდება
არჩევნები 2017
ბოიკოტოს რეჟიმზე მყოფი ნაციონალური მოძრაობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. უკვე ცნობილია პატრიოტთა ალიანსის პასუხი, ისინი ბოიკოტს გამორიცხავენ. ცნობილია ასევე, რომ მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურში გადავიდნენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. კონკრეტულად კი ქუთაისსა და მარტვილში პარტიის მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მე-2 ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.




