23 ოქტომბერი 2017, 20:44
სად გაიმართება მეორე ტური და ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს
არჩევნები 2017
გაზიარება
ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი - ეს ის ქალაქები და თვითმმართველი თემია, სადაც მერის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა. ამ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მეორე ტური გაიმართება.
ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქუთაისისა და მარტვილის მერობის მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ მიიღო.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.




