კახა კალაძემ თბილისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
არჩევნები 2017
თბილისის მომავალმა მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,ამ არჩევნებში არავინ დამარცხებულა და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა”. მან დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახაძის თქმით, ის ყველა თბილისელის მერი იქნება. ამასთან, მან თბილისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით ამ ქალაქის მერობა ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა. კალაძემ განაცხადა, ყოფილ კონკურენტებისთვის, ვისაც გააჩნია რაიმე კონკრეტული პროექტი თბილისის განვითარებისათვის, მისი კარი იქნება ღია'.
,,ყველას გვაქვს სურვილი თბილისი გახდეს უკეთესი. ჩვენ ვიყავით ოპონენტები და არა მტრები. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ", - განაცხადა კალაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.
მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.49%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.12%-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.




