კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა
არჩევნები 2017

კახა კალაძე
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა. დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.
მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.49%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.12%-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.




