05 ოქტომბერი 2017, 13:01
გიორგი ვაშაძემ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა
არჩევნები 2017

გიორგი ვაშაძე
გაზიარება
საარჩევნო ბლოკმა "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა.
იმდათ შარიფოვი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პირადად წარუდგინა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში საარჩევნო ბლოკმა "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველომ" გაავრცელა.
გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს მარნეულის ცენტრში მდებარე სკვერში შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




