პაპუნა შუშანია
ზუგდიდში, ევროპული საქართველოს სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს
არჩევნები 2017

ფოტო: პაპუნა შუშანია
ზუგდიდში, რუსთაველის 84 ნომერში მდებარე "ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. როგორც "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია imedinews-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში პლაკატების ჩამოხევა ინტენსიურად ხდება. ის მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"პლაკატების ჩამოხევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა უკვე, დღეს დილას კი პარტიის დიდი სარეკლამო ბანერი ჩამოგლეჯილი დაგვხვდა. რა თქვა უნდა კვალი ხელისუფლებამდე მიდის და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ენიჭება. ვაპირებ ეს ფაქტი უწყებათა კომისიას ვამცნო და იმედია არასამთავრობოებო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან,"-აღნიშნა ქებურიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




