რესპუბლიკურ პარტიას მერობის კანდიდატი არც თბილისში ეყოლება
არჩევნები 2017

ხათუნა სამნიძე თამარ კორძაია
ფოტო: facebook
"რესპუბლიკურმა პარტიამ" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის - ხათუნა სამნიძის განცხადებით, მეორე ხუთეულში არიან: ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე - ლგბტ აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.
ნინო ბოლქვაძე იურისტია და მას ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია. საქართველოს არჩევნების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანდიდატს ღიად აქვს ნათქვამი, თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
რაც შეეხება "რესპუბლიკელების" თბილისის მერობის კანდიდატს, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ჰყავს.
"რესპუბლიკელებს" მერობის კანდიდატი არც ბათუმში ეყოლებათ.
6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "რესპუბლიკელების" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ხათუნა სამნიძე იქნება. შემდეგ მოდიან: მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




