14 სექტემბერი 2017, 19:01
თიკო ქობულაშვილი
კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
არჩევნები 2017

ფოტო: თიკა ქობულაშვილი
გაზიარება
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარადგინა.
არაგველის პარკში შეკრებილ მოსახლეობასთან კალაძემ ასევე იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რის შესრულებასაც არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




