ლევან ჩუგოშვილი
დავით ნარმანია: სავარაუდოდ მთავრობაში გავაგრძელებ მუშაობას
არჩევნები 2017

დავით ნარმანია
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
დავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა მთავრობაში დასაქმდეს. ამის შესახებ ნარმანიამ "ქრონიკასთან" ისაუბრა. კონკრეტულად სად და რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნების შემდეგ მოქმედი მერი, არ აკონკრეტებს.
"დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო
სექტორში და არა მერიაში".- განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე იქნება თუ არა ახალი სამსახური მთავრობაში, დავით ნარმანია პასუხობს რომ, სავარაუდოდ კი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.




