ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ტრამპმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს აგრეთვე განიხილეს რეგიონული და გლობალური პრობლემები.
როგორც თურქული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი თურქეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
მხარეებმა აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გარშემო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. ერდოღანის განცხადებით, განვითარებული, ტერორიზმისგან თავისუფალი და მშვიდობიანი სირია რეგიონში სტაბილურობას ხელს შეუწყობს.
ერდოღანმა ტრამპს ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.





