12 ნოემბერი 2026, 00:18
საყოველთაო გაფიცვის ფონზე გამართული აქციების დროს, ბარსელონას ცენტრში მომხდარი არეულობის გამო, კატალონიის პოლიციამ 8 პირი დააკავა
მსოფლიო

გაზიარება
საყოველთაო გაფიცვის ფონზე გამართული აქციების დროს, ბარსელონას ცენტრში მომხდარი არეულობის გამო, კატალონიის პოლიციამ 8 პირი დააკავა.
პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტთა ჯგუფებმა ვიტრინები ჩამსხვრიეს, ნაგვის კონტეინერები დაწვეს და მობილიზებული სამართალდამცველების მიმართ პიროტექნიკა გამოიყენეს.
კატალონიური პოლიცია ბარსელონას ცენტრში ამ დრომდე გაძლიერებული რეჟიმით პატრულირებს.
პარალელურად, არეულობა იყო მადრიდშიც, სადაც სამართალდამცველებმა ესპანეთის მოედანზე მსვლელობის მონაწილე ჯგუფების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.





