12 ნოემბერი 2026, 00:11
ზელენსკის განცხადებით, აშშ ომის შესაჩერებლად უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს ითხოვს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters
გაზიარება
აშშ მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დათმოს და უკრაინას დონბასის გადაცემას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე ამ საკითხს მუდმივად აყენებს და ტერიტორიულ დათმობებს ომის შეჩერების გზად განიხილავს.
„ჩვენთან ასეთი ფორმით საუბარი შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.





